Thumbnail

სამსუნგმა ვერტიკალური ტელევიზორი წარადგინა

  • ტელევიზორის ყურება როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონალურადაა შესაძლებელი
  • The Sero 1600 დოლარი ეღირება

სამსუნგმა წარადგინა ტელევიზორი, რომლის ყურება როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში არის შესაძლებელი. დიაგონალზე 109 სმ-ის სიდიდის ეკრანის ვერტიკალური რეჟიმი სმარტფონის კონტენტის საყურებლად არის გათვლილი. ტელევიზორი სახელწოდებით The Sero სპეციალურ სადგამზეა დამაგრებული, რომელიც ტელევიზორის ღერძის ფუნქციას ასრულებს. 

ექსპერტ მეთიუ რუბინის შეფასებით, ვერტიკალური ტელევიზორის კონცეფცია საინტერესოა, თუმცა აპლიკაციების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ვერტიკალური რეჟიმის მხარდაჭერა.

“The Sero-ს ვერტიკალურ მდგომარეობაში გამოყენების შესაძლებლობები შეზღუდულია, მითუმეტეს, თუკი მოწყობილობის მაღალ ფასს გავითვალისწინებთ” - მეთიუ რუბინი

ტელევიზორს ქარხნულად ჩაშენებული მიკროფონი და ვირტუალური ასისტენტი Bixby მოყვება. ტელევიზორის ვერტიკალურ რეჟიმში შესაძლებელია სმარტფონის Landscape Mode კონტენტის, მათ შორის Snapchat-ის ახალი სერიების ნახვა, რომლის გამოსვლაც მაისში იგეგმება.

ტელევიზორი ბაზარზე მაისის ბოლოს გამოვა და ის 1600 დოლარი ეღირება. თავდაპირველად ტელევიზორი სამხრეთ კორეაში გამოჩნდება, ანუ ქვეყანაში, სადაც სმარტფონების გამოყენების მაჩვენებელი, შესაბამისად ჰორიზონტალური ტელევიზორის წარმატებული გაყიდვების შანსი განსაკუთრებით მაღალია.

კომენტარები

ბოლო ამბები