Thumbnail

კვლევა-2022 წელს ელექტრომობილი სტანდარტულ ავტომობილზე იაფი ეღირება

  • ექსპერტების შეფასებით ელექტრომობილების ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდება
  • ფასის შემცირების ძირითად მიზეზად აკუმულატორების გაიაფება სახელდება

10 წლის წინ ერთეულებს თუ სჯეროდათ, რომ ელექტრომობილების წარმოება სწრაფად მზარდი ინდუსტრია გახდებოდა. 2010 წელს მსოფლიოში მხოლოდ 12 500 ელექტრომობილი იყო, დღეს კი 5 მილიონზე მეტია. მხოლოდ 2018 წელს ორი მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა.  ევროპულმა, ამერიკულმა და იაპონურმა ავტოგიგანტებმა ელექტრომობილების ტექნოლოგიის განვითარებისათვის მილიარდობით ინვესტიცია ჩადეს.

 

მიუხედავად ამისა, ამ ტიპის ტრანსპორტის შეძენა ბევრს არ შეუძლია. ელექტრომობილი ფასი საკმაოდ მაღალია  ეკონომიკურად განვითარებული დასავლეთ ევროპის და აშშ-ს მოქალაქეებისთვისაც კი. ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ ნორვეგიაა, სადაც მთავრობა ელექტრომობილების მფლობელებისთვის შეღავათებს აწესებს. თუმცა Bloomberg-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე სიტუაცია შეიცვლება.

 

Bloomberg NEF-ის კვლევის მიხედვით, 2022 წელს ელექტრომობილის ფასი შიდაწვის ძრავით აღჭურვილ ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილის ღირებულებას გაუტოლდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ელექტრომობილი უფრო იაფიც ეღირება. თუმცა ეს ტენდენცია ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებს ეხება. ელექტრომობილების გაიაფების მთავარ მიზეზად ლითიურ-იონური აკუმულატორების ღირებულების შემცირება სახელდება. აკუმულატორი ელექტრომობილის ყველაზე ძვირადღირებული დეტალია. რამდენიმე წლის წინ მასზე ავტომობილის ღირებულების ნახევარი მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 33 პროცენტია, მომავალში კი 20 პროცენტამდე შემცირდება. 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები