Thumbnail

ჩინეთის ქალაქებში თვითმავალი ტაქსის სერვისი ამოქმედდება

  • WeRide-ის ავტონომიური ტაქსი ჩინეთის ორ ქალაქში ივლისიდან იმოძრავებს
  • სტარტაპი ელექტრომობილ Nissan Leaf-ს გამოიყენებს

ჩინური სტარტაპი WeRide ივლისიდან ქვეყანაში ავტონომიური ტაქსის პირველ კომერციულ სერვისს დანერგავს. თვითმავალი ტაქსი გუანჩჟოუს და ანცინის ქუჩებში გამოჩნდება. ამ ორ ქალაქში 500 ავტონომიური ელექტრომობილი იმოძრავებს.

თვითმავალი ტაქსის გამოძახება სმარტფონის აპლიკაციით იქნება შესაძლებელი. მისი მომსახურების ღირებულება ჩვეულებრივი ტაქსის სერვისზე ძვირი არ ჯდება. პროექტის საწყის ეტაპზე განსაზღვრულია WeRide-ის ავტომობილში დაზღვევის მიზნით მძღოლიც იჯდეს.

WeRide-მა ავტონომიური ელექტრომობილების გამოცდა 2018 წელს დაიწყო. ამჟამად სტარტაპს 50 ავტომობილი ჰყავს, თუმცა 2020 წლის ბოლოს მათი რაოდენობა გაათმაგდება. სტარტაპი ტაქსის სერვისისთვის ძირითადად ელექტრომობილ Nissan Leaf-ს გამოიყენებს.

შეერთებულ შტატებში ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Waymo, Lyft და Uber თვითმავალი ტრანსპორტის კომერციული სერვისი უკვე დანერგეს. WeRide-ის პრეზიდენტი ლუ ცინის მიიჩნევს, რომ სტარტაპს შეუძლია ამ კომპანიებს კონკურენცია გაუწიოს. WeRide  კალიფორნიაში შეიქმნა, თუმცა 2017 წლის ბოლოდან მუშაობა ჩინეთში გააგრძელა. სხვა ჩინურ სტარტაპებთან შედარებით, რომლებიც ტრანსპორტის ავტონომიურ ტექნოლოგიებზე მუშაობენ, WeRide-ს კვალიფიციური გუნდის სახით გარკვეული უპირატესობა გააჩნია. სტარტაპში 200-ზე მეტი ინჟინერია, აქედან ორმოცდაათს სამეცნიერო ხარისხი აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები