Thumbnail

Facebook-ი ადამიანებს დააწყვილებს

  • Facebook-ი მომხმარებლების დაწყვილებაზე ზრუნავს
  • ამ ეტაპზე ფუნქცია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ამოქმედდა

Facebook-ს ახალი ფუნქცია, Secret Crush დაემატა, რომლის მიზანი ადამიანების დაწყვილებაა. ფუნქციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია მონიშნოს 9-მდე მეგობარი, ვის მიმართაც რომანტიკული ინტერესი აქვს, მათ კი მიუვათ შეტყობინება, რომ Secret Crush-ის სიაში დაამატეს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი ვერ გაიგებს, თუ რომელმა მეგობარმა გამოხატა მის მიმართ ინტერესი, თუკი ის მას საკუთარ Secret Crush სიაში თავადაც არ დაამატებს. იმ შემთხვევაში, თუკი რომანტიკული ინტერესი ცალმხრივი აღმოჩნდა, დაკავშირების ინიციატორის სახელი საიდუმლოდ რჩება.

მეგობრის Secret Crush-ის სიაში დამატება არ გულისხმობს იმას, რომ თქვენს გვერდზე მისგან მეტ პოსტს ნახავთ. “Secret Crush განყოფილების აქტივობა Facebook-ის ძირითად თაიმლაინზე არ აისახება” - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

Secret Crush ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის კოლუმბიაში, კანადაში, ტაილანდსა და არგენტინაში ამოქმედდა. გაეშვება თუ არა ფუნქცია საერთაშორისო მასშტაბით, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები