Thumbnail

დონორის ორგანოს ტრანსპორტირებისთვის დრონი გამოიყენეს

  • დონორის ორგანოს ტრანსპორტირებისთვის დრონი პირველად გამოიყენეს
  • საფრენმა აპარატმა დონორის თირკმელი მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადაიტანა

ბოლო პერიოდში მედიკამენტების და სხვა სამედიცინო პრეპარატების საავადმყოფოებში ტრანსპორტირება სულ უფრო ხშირად ხდება დრონების საშუალებით. კალიფორიულმა სტარტაპმა Zipline დასავლეთ აფრიკაში მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განის საავადმყოფოებს მედიკამენტებით საფრენი აპარატები მოამარაგებენ. როგორც გაირკვა, დრონის გამოყენება არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ დონორის ორგანოების გადასატანადაც არის შესაძლებელი.

გასულ კვირაში უპილოტო საფრენმა აპარატმა დონორის თირკმელი საავადმყოფოდან ხუთი კილომეტრის დაშორებით მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადაიტანა. თირკმელი 44 წლის ქალს გადაუნერგეს. ოპერაციამ წარმატებითა ჩაიარა და პაციენტი საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაწერეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დრონი დონორის ორგანოს ტრანსპორტირებისათვის გამოიყენეს.

დრონი, რომელმაც დონორის ორგანო გადაიტანა, მერილენდის უნივერსიტეტშია დამზადებული. ატმოსფერული წნევის, ვიბრაციის და სიმაღლის მიუხედავად საფრენი აპარატი კონტეინერში საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას ახერხებს, რაც დონორის ორგანოს ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები