Thumbnail

ცუკერბერგმა კრიტიკის საპასუხოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა

  • ​​​​​​Facebook-ის დამფუძნებელი პირადი მონაცემების დაცულობის კუთხით პლატფორმის ხარვეზებს აღიარებს
  • ცვლილებები Instagram-ს და WhatsApp-საც შეეხება

სან ხოსეში მიმდინარე Facebook-ის დეველოპერების კონფერენციაზე მარკ ცუკერბერგმა Facebook-თან და მის სხვა პლატფორმებთან დაკავშირებული სიახლეები დააანონსა. სოციალური ქსელის დიზაინთან თუ ფუნქციებთან დაკავშირებული ცვლილებები Facebook-ისადმი პირადი მონაცემების დაცულობასთან დაკავშირებულ კრიტიკას პირდაპირ პასუხობს.

ცუკერბერმა აღიარა, რომ კომპანიას მომხმარებლების ნდობის აღსადგენად ბევრი მუშაობა მოუწევს და ეს “ერთ ღამეში ვერ მოხერხდება”. მისი თქმით, პირადი მონაცემების დაცულობა პლატფორმის პრიორიტეტების სათავეში მოექცა. ცუკერბერგის ამბობს, რომ აღნიშნული სიახლეები სოციალური ქსელის მუშაობის პრინციპში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს.

“მსუბუქად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე პირადი მონაცემების კუთხით საუკეთესო რეპუტაცია არ გვაქვს.” - მარკ ცუკერბერგი

ცვლილებების ნაწილი, რომელიც სოციალურ ქსელებს უახლოეს მომავალში ელოდება:

  • Facebook Messenger-ი სრულად ინტეგრირდება WhatsApp-თან. მესენჯერის მიმოწერა დაშიფრული გახდება, რაც გულისხმობს, რომ მის შინაარსზე თავად კომპანიასაც არ ექნება წვდომა. 

  • ინსტაგრამს მოწონებების რაოდენობის დაფარვის ფუნქცია დაემატება
  • ჯგუფები ნიუს ფიდის ცენტრალური ნაწილი გახდება
  • შეიცვლება Facebook-ის აპლიკაციის დიზაინი - კომპანიის ლურჯი ბრენდინგი წარსულს ჩაბარდება
  • ინსტაგრამზე სავალდებულო აღარ იქნება ფოტოს ან ვიდეოს ატვირთვა. ახალი “create” რეჟიმით პოსტის სახით სტატუსების, სტიკერების და ნახატების გაზიარებაც იქნება შესაძლებელი

“პლატფორმის რეპუტაცია წლების განმავლობაში ჯერ კიდევ შელახულად დარჩება.” - ასე აფასებს სიახლეს სოციალური მედიის ექსპერტი მეთ ნავარა. მისი თქმით, ასევე საკითხავია, თუ რამდენად მოერგება პლატფორმის ახალი ვერსია სოციალური ქსელებისთვის 2019 წლისთვის დაგეგმილ ახალ რეგულაციებს.

მართლაც, წლები დასჭირდება დადგენას, ნამდვილად შედეგიანი იქნება დაანონსებული ცვლილებები პირადი მონაცემების დაცულობის გაუმჯობესების კუთხით თუ უბრალოდ კომპანიის რეპუტაციის აღდგენის მორიგ უშედეგო მცდელობასან გვაქვს საქმე, თუმცა აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე მსგავსი მასშტაბის ცვლილებები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.

ასევე ნახეთ: Facebook-ი ადამიანებს დააწყვილებს

კომენტარები

ბოლო ამბები