Thumbnail

ასტეროიდს, რომელიც დედამიწის ორბიტას უახლოვდება, ასტრონომები შეისწავლიან

  • აპოფისი დედამიწისგან დაახლოებით 31 ათასი კილომეტრის მანძილზე გაივლის
  • ასტრონომები ასტეროიდს ოპტიკური და რადიოლოკაციური ტელესკოპებით დააკვირდებიან

ასტეროიდი აპოფისი 2004 წელს არიზონაში განლაგებული კიტ-პიკის ობსერვატორიის ასტრონომებმა აღმოაჩინეს. სახელწოდება ასტეროიდმა ძველეგვიპტური მითოლოგიის ღმერთ აპოპისგან მიიღო ( ძველბერძნულად აპოფისი). ეგვიპტურ მითოლოგიაში აპოპი უზარმაზარი გველია, რომელიც მიწისქვეშეთში ცხოვრობს და მზის განადგურებას ცდილობს.

აპოფისის დიამეტრი დაახლოებით 370 მეტრია. თავდაპირველად მეცნიერებს ჰქონდათ ჰიპოთეზა, რომ ასტეროიდი დედამიწისთვის საფრთხის შემცველი იყო. ციური სხეულის პლანეტასთან შეჯახების ალბათობა 2,7 პროცენტით განისაზღვრა. თუმცა მოგვიანებით ასტეროდის ტრაექტორიაზე დაკვირვებამ კატასტროფის საფრთხე გამორიცხა. მიუხედავად ამისა, რადგან აპოფისი დედამიწის ორბიტას უახლოვდება, ასტრონომები მასზე დაკვირვებას განაგრძობენ.

NASA-ს მონაცემებით, ასტეროიდი დედამიწისგან მინიმალურ მანძილზე, დაახლოებით 31 ათას კილომეტრზე, 2029 წელს გაივლის. აპოფისი ერთ-ერთია იმ ორი ათასამდე ასტეროიდიდან, რომლებიც პლანეტისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ.

დედამიწის ორბიტასთან მოახლოება შესაძლებლობას გვაძლევს დეტალურად შევისწავლოთ ციური სხეული. ასტეროიდზე დაკვირვებისთვის ოპტიკურ და რადიოლოკაციურ ტელესკოპებს გამოვიყენებთ. როდესაც საუბარია პლანეტისთვის საფრთხის თავიდან აცილების მექანიზმების შემუშავებაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ამ ტიპის ასტეროიდების შესწავლას აქვს - მარინა ბროზოვი, NASA-ს სპეციალისტი

კომენტარები

ბოლო ამბები