Thumbnail

iPhone X 2018 წლის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონია

  • კვლევის თანახმად  2018 წლის ყველაზე პოპულარული სმარტფონი iPhone X-ია
  • ყველაზე გაყიდვადი ტელეფონების ათეულში Apple-ის ექვსი მოდელია

iPhone X 2018 წელს ყველაზე პოპულარული სმარტფონი გახდა. მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების ათეულში პირველ ადგილს სწორედ ეს მოდელი იკავებს. კვლევა კომპანია Counterpoint Research-ის ანალიტიკოსებმა ჩაატარეს. ამ მონაცემებით ათეულში Apple-ის სმარტფონების სრული დომინაცია გამოიკვეთა. პირველ ოთხ პოზიციას სწორედ ამ კომპანიის ტელეფონები იკავებენ.

ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების სიაში მეორე ადგილზე  iPhone 8 არის, რომლის შემდეგაც iPhone 8 Plus და iPhone 7 განლაგდნენ. ათეულში Apple-ის კიდევ ორი ტელეფონია: მეშვიდე პოზიციაზეა iPhone XS Max, მერვეზე კი iPhone XR. სხვა კომპანიების სმარტფონებიდან ყველაზე წინ, მეხუთე პოზიციაზეა Xiaomi Redmi 5A. მეექვსეა Samsung Galaxy S9, მეცხრე- მეათე ადგილები კი Galaxy S9 Plus-მა და Galaxy J6-მა დაიკავეს.

Counterpoint Research-ის მონაცემებით, 2019 წლის პირველ სამ თვეში მსოფლიოში 345 მილიონი სმარტფონია რეალიზებული, რაც 5 პროცენტით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასული წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში 361 მილიონზე მეტი  სმარტფონი გაიყიდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები