Thumbnail

პიცის გამოძახების ყველაზე უჩვეულო სერვისი

  • პიცის გამოძახების ყველაზე ნელი სერვისი შეკვეთას 18 თვეში მოგიტანთ
  • შეკვეთის შემდეგ შეგიძლიათ პიცის ყველის დაძველების პროცესს თვალი Live კამერით ადევნოთ

ყველის მწარმოებელმა კომპანია Sargento-მ ყველის ახალი, პრემიუმ ხაზის სარეკლამო კამპანიისთვის მსოფლიოს ყველაზე ნელი პიცის მიტანის სერვისი -  slowest pizza delivery შექმნა, რომელიც გამოძახებულ პიცას 18 თვეში, ანუ იმ დროში მოგიტანთ, რამდენიც ყველის სათანადოდ დაძველებას სჭირდება. ამ დროის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია, ყველის დაძველების პროცესს თვალყური სერვისის ვებგვერდზე 24 საათის განმავლობაში ადევნოს. 

პიცის შესაკვეთად მომხმარებლები უნდა ესტუმრონ საიტს slowestpizzadelivery.com და ოთხი ვარიანტიდან სასურველი პიცა შეარჩიონ. კომპანია მათ პიცის შემდეგ არჩევანს სთავაზობს: დაძველებული იტალიური მარგარიტა, პიცა გაუდათი, ბეკონითა და ვაშლით, პიცა ქათმით და პარმეზანით და Mac-N-Cheddar.

პიცების დამზადების დრო ყველის დაძველებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით განსხვავებულია. იტალიურ მარგარიტას დასამზადებლად 4 თვე სჭირდება, გაუდას, ბეკონის და ვაშლის პიცას 6 თვე, ქათმის და პარმეზანის პიცას 14 თვე ხოლო Mac-N-Cheddar-ს 18 თვე. კომპანიის თქმით, სწორედ ეს ვადები გამოხატავს, თუ რა დრო სჭირდება ყველის თითოეულ სახეობას იდეალური გემოს მისაღწევად. 

განსაკუთრებულ პიცას სერვისის პირველი 100 მომხმარებელი უფასოდ მიიღებს.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები