Thumbnail

Google-ს ძიების ისტორიის ავტომატურად წაშლის ფუნქცია დაემატება

  • Google-ზე ძიების ისტორიის ავტომატურად წაშლის ფუნქციის გააქტიურება გახდება შესაძლებელი
  • სიახლე არ შეეხება Youtube-ის ნახვების ისტორიას

Google-ს ძიების და ადგილმდებარეობის ისტორიის ავტომატურად წაშლის ფუნქცია დაემატება. საიტის მომხმარებლები შეძლებენ თავად განსაზღვრონ, თუ რა პერიოდულობით უნდა წაიშალოს მონაცემები. Google-ის თქმით, სიახლე საიტზე უახლოეს კვირებში გამოჩნდება.

საძიებო სისტემის გიგანტი პირადი მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არაერთ სკანდალში გაეხვა. გასული წლის ნოემბერში კომპანიას ბრალად იმ მომხმარებლების ადგილმდებარეობის მეთვალყურეობა ედებოდა, რომლებსაც ადგილმდებარეობის ისტორიის შენახვის ფუნქცია გამორთული ჰქონდათ. ასევე, მიმდინარე თვის დასაწყისში გაირკვა, რომ Google-ის ხმოვანი ასისტენტის ჩანაწერების მოსმენა Google-ის თანამშრომლებს შეეძლოთ.

სიახლე Youtube-ის ნახვების და Google Home-ის ხმოვანი ბრძანებების ისტორიას არ შეეხება.

კომენტარები

ბოლო ამბები