Thumbnail

დღის ფოტო - მზის ამოსვლა და ჩასვლა მარსზე

  • NASA-ს აპარატმა წითელ პლანეტაზე მზის ფოტოები გადაიღო
  • InSight მარსზე 2018 წლის ნოემბრიდან იმყოფება

მარსმავალმა InSight-მა, რომელიც წითელ პლანეტაზე 2018 წლის ნოემბრიდან იმყოფება, ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო. ფოტოებზე ასახულია მზის ამოსვლა და ჩასვლა მარსზე. ანალოგიური კადრები მანამდე NASA-ს სხვა აპარატებს: Spirit-ს, Opportunity-ს და Curiosity-ს აქვთ გადაღებული.

მზის ამოსვლის და ჩასვლის გადაღება  მარსის ყველა მისიის ერთგვარ ტრადიციად იქცა. აპარატმა მასზე დაკისრებული ყველა ამოცანა შეასრულა. ამიტომაც  გადავწყვიტეთ, რომ მისი წარმატებული მოღვაწეობა ამ ფოტოებით შეგვეჯამებინა- ჯასტინ მაკი, NASA-ს წარმომადგენელი

NASA იტყობინება, რომ ფოტოები InSight-მა 24 და 25 აპრილს გადაიღო. მზის ამოსვლა დილას მარსის დროით 5:30-ზეა გადაღებული, ვარსკვლავის ჩასვლა კი კამერამ 13 საათის შემდეგ დააფიქსირა. ვინაიდან მარსიდან მზემდე უფრო დიდი მანძილია, ვიდრე დედამიწიდან, ფოტოებზე ვარსკვლავი ბევრად უფრო პატარა ჩანს.

InSight კოსმოსში 2018 წლის 5 მაისს კალიფორნიაში განლაგებული სამხედრო-საჰაერო ბაზა ვანდერბერგიდან გაუშვეს. რაკეტა გადამზიდავად Atlas 5 შეარჩიეს, რომელიც Lockheed Martin-მა და Boeing-მა დაამზადეს. მარსმავალის მიზანია პლანეტის აგებულების, შიდა სტრუქტურის და გეოლოგიური ევოლუციის შესწავლა. სულ ცოტა ხნის წინ აპარატმა მარსზე სეისმური აქტივობა დააფიქსირა. InSight-ის მისია პლანეტაზე 728 დღე გაგრძელდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები