Thumbnail

ფეისბუქმა სიძულვილი ენის ნიადაგზე “საშიში ინდივიდები” დაბლოკა

  • Facebook-მა ცნობადი სახეები დაბლოკა
  • დაბლოკილი მომხმარებლები სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების წევრები არიან

Facebook-მა ექსტრემისტული მოწოდებების გამო პლატფორმაზე ცნობადი ფიგურები დაბლოკა. დაბლოკილ ადამიანებს შორის მოხვდნენ მემარჯვენე კონსპირაციული ვებგვერდის, InfoWars-ის რედაქტორები ალექს ჯონსი და პოლ ჯოზეფ ვოტსონი, გამოცემა Breitbart-ის ახალი ამბების რედაქტორი მილო იანოპოლუსი და მოძრაობა "ისლამის ნაციის" ლიდერი ლუის ფარანხანი, რომელმაც ანტისემიტური განცხადებები გაავრცელა. აღნიშნული პირების გარდა, სოციალურ ქსელში დაიბლოკა ანტი-ისლამური ჯგუფები, მათ შორის ჯგუფი Britain First. 

“განურჩევლად იდეოლოგიისა, ჩვენ პლატფორმაზე ყოველთვის ვბლოკავდით ინდივიდებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ან ჩართული არიან ძალადობასა და სიძულვილში.” - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში

Facebook-ის განცხადებით, პოტენციური “საშიში ინდივიდების” გამოვლენა ხანგრძლივი და მრავლისმომცველი პროცესია. დაბლოკილ ადამიანებს შეტყობინება წინასწარ მიუვიდათ, ამიტომ მათ გაფრთხილების მიღების შემდეგ თავიანთი აუდიტორიის სხვა პლატფორმაზე გადამისამართება შეძლეს. ამ ფაქტის გამო კრიტიკა თავად Facebook-მაც დაიმსახურა.

“ჩემი პროფილი მალე დაიბლოკება, გთხოვთ, ჩემს მეილინგ სიაში გასაწევრიანებლად დარეგისტრირდეთ” - მიმართა ალექს ჯონსმა გამომწერებს ანგარიშის გაუქმებამდე. 

Facebook-ის წარმომადგენელის თქმით, პლატფორმაზე აღნიშნულ პერსონებთან კავშირში მყოფი სხვა ანგარიშები და გვერდები უახლოეს მომავალში დაიბლოკება.

კომენტარები

ბოლო ამბები