Thumbnail

ასტრონომები გალაქტიკის დეტალურ რუკას შეადგენენ

  • გალაქტიკის რუკის შედგენაში კოსმოსურ ტელესკოპ Gaia-ს მონაცემებს გამოიყენებენ
  • Gaia კოსმოსში 2013 წელს გაუშვეს

ევროპის სამხრეთ ობსერვატორია (ESO, European Southern Observatory) გალაქტიკის ყველაზე ზუსტი და დეტალური სამგანზომილებიანი რუკის შექმნას გეგმავს. მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად ESO კოსმოსურ ტელესკოპ Gaia-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებს გამოიყენებს. Gaia-ს ყველაზე დიდი ციფრული სენსორი გააჩნია, რომელიც კოსმოსურ მისიებში გამოუყენებიათ. ტელესკოპი კოსმოსში საფრანგეთის გვიანაში განლაგებულ კოსმოდრომ კურუდან  2013 წლის დეკემბერში გაუშვეს. Gaia-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე 1000-ზე მეტი სამეცნიერო სტატიაა გამოქვეყნებული.

იმისათვის, რომ რუკის შედგენის დროს სიზუსტე დაცული იყოს, ასტრონომებისთვის აუცილებელია განსაზღვრონ აპარატის მდებარეობა დედამიწასთან მიმართებაში. იმ დროს, როდესაც Gaia-ზე განლაგებული ინსტრუმენტები ცის სკანირებას ახდენენ, ასტრონომები მის გადაადგილებას ოპტიკური ტელესკოპებით აკვირდებიან.

აპარატის მდებარეობის გაკონტროლებაში ევროპელი ასტრონომები VLT Survey Telescope-ს იყენებენ. VLT  მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპია, რომელიც ჩილეშია განლაგებული. ის Gaia-ს ადგილმდებარეობას ვარსკვლავებს შორის წლის განმავლობაში ყოველ მეორე ღამეს დააფიქსირებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები