Thumbnail

იაპონიაში კერძო კომპანიამ კოსმოსში პირველი რაკეტა გაუშვა

  • Interstellar Technologies-ს რაკეტის გამოცდა წარმატებით დასრულდა
  • რაკეტა კოსმოსში კუნძულ ჰოკაიდოდან გაუშვეს

ბოლო პერიოდში შეერთებულ შტატებში კერძო  კომპანიებმა, პირველ რიგში Space X-მა და Blue Origin-მა, კოსმოსური სივრცის ათვისების კუთხით დიდ პროგრესს მიაღწიეს. არსებობს ვარაუდი, რომ მარსზე პირველ მისიას არა NASA, არამედ რომელიმე კერძო კომპანია განახორციელებს. Space X-თან და Blue Origin-თან შედარებით სხვა ქვეყნებში კერძო კოსმოსურ კომპანიებს  მოკრძალებული შედეგები აქვთ.

იაპონური კომპანია Interstellar Technologies ზედიზედ ორი წელი წარუმატებლად ცდილობდა რაკეტის გამოცდას. საბოლოოდ  კომპანიამ რაკეტის კოსმოსში გაშვება 2019 წელს, მესამე ცდით მოახერხა. სუბორბიტალური რაკეტა Momo-3 კუნძულ ჰოკაიდოზე განლაგებული სასტარტო მოედნიდან გაუშვეს. ფრენის ხანგრძლივობა 8 წუთი და 35 წამია, რაკეტამ 110 კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა მოახერხა.

ეს მოვლენა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ  Interstellar Technologies იაპონიაში პირველი კერძო კომპანიაა, რომელმაც კოსმოსში რაკეტის გაშვება შეძლო. Momo-3-ის სიგრძე 9,9 მეტრია, დიამეტრი 50 სანტიმეტრი. 2017 და 2018 წლებში რაკეტის გაშვება ძრავის ტექნიკური ხარვეზების გამო ვერ მოხერხდა. ამჯერად სტარტის დროს ტექნიკური პრობლემა არ დაფიქსირებულა.

რაკეტის კოსმოსში გაშვების კადრები შეგიძლიათ ნახოთ აქ:

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები