Thumbnail

მეცნიერებმა ფილტვების მსგავსი ორგანო 3D პრინტერით შექმნეს

  • 3D პრინტერით სისხლძარღვების დაბეჭდვა უკვე შესაძლებელია
  • რევოლუციურმა მიგნებამ შესაძლოა ორგანოს ტრანსპლანტაციის სფეროზე დიდი გავლენა იქონიოს

3D პრინტერების ეპოქაში მეცნიერებმა იპოვეს გზა, რომლითაც ადამიანის სხეულის კომპლექსური სისხლძარღვოვანი ქსელების ანალოგის ხელოვნურად შექმნა გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ ტექნოლოგიური განვითარების დახმარებით მეცნიერებმა შექმნეს სისხლძარღვთა ქსელი, რომელიც ადამიანის ფილტვის მუშაობის პრინციპს იმეორებს.

“ქსოვილის ფუნქციური შემცვლელის შესაქმენლად ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო ის, რომ ამ დრომდე არ შეგვეძლო შეგვექმნა სისხლძარღვთა კომპლექსური ქსელი, რომელიც ქსოვილების გამოკვებას შეძლებდა." - ჯორდან მილერი, რაის ბრაუნის ინჟინერიის სკოლის ასისტენტ პროფესორი

მილერის განმარტებით, ადამიანის ორგანოებს საკუთარი სისხლძარღვოვანი ქსელები აქვს, რომლებიც ერთმანეთში ფიზიკურად და ბიოქომიურად არის გადახლართული, ხოლო მათი აგებულება სრულად არის დამოკიდებული უჯრედების ფუნქციურობაზე. მილერის თქმით, სწორედ მისი გუნდი იყო პირველი, რომელმაც მულტივასკულარიზაციის გამოწვევას პირდაპირ, სრულყოფილად უპასუხა. 

უჯრედის ფუნქციური შემცვლელის შექმნა სამეცნიერო სფეროში პრიორიტეტული საკითხია, რადგან რევოლუციური მიგნება ორგანოების გადანერგვის სფეროზე დიდ გავლენას იქონიებს. ამ დროისთვის მხოლოდ აშშ-ში ორგანოს გადანერგვას 114.000 ადამიანი ელის.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები