Thumbnail

B ჰეპატიტის საწინაამღდეგო ვაქცინას ტაბლეტების სახით გამოუშვებენ

  • ვაქცინის ტაბლეტებში განთავსების მეთოდი დანიელმა და ბრაზილიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს
  • ავადმყოფებისთვის მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება

B  ჰეპატიტით მსოფლიოში 250 მილიონამდე ადამიანია დაავადებული. დღესდღეობით ამ ვირუსის საწინაამღდეგოდ ინექციურ ვაქცინას იყენებენ. ეს ვაქცინა განვითარებად ქვეყნებში ჯერ კიდევ დეფიციტური მედიკამენტია. ამასთან ერთად საჭიროა მისი განსაკუთრებულ პირობებში შენახვა და სტერილიზაცია. დანიელმა და ბრაზილიელმა მეცნიერებმა ვაქცინის ტაბლეტებში განთავსების მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც ავადმყოფებისთვის მკურნალობას უფრო ხელმისაწვდომს გახდის

პერორალური ვაქცინა უფრო იაფია. ამავე დროს მისი გამოყენებაც მარტივია და გვერდითი მოვლენების რიკს ამცირებს. ამ სახით ვაქცინა დაავადებას წარმატებით შეებრძოლება- ელოიზა ბორდალო, ნილს ბორის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.

ვაქცინის კაფსულაში განსათავსებლად სპეციალური მასალა SBA-15 გამოიყენეს. რენტგენისა და ტომოგრაფიის საშუალებით მეცნიერებმა კაფსულაში განთავსებული ვაქცინის მაღალი ხარისხის 3D გამოსახულებები მიიღეს. ამ დაკვირვების შედეგად მედიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ SBA-15 ორგანიზმისთვის ვაქცინის მისაწოდებლად ეფექტური საშუალებაა .

ტაბლეტების სახით გამოშვებული B ჰეპატიტის საწინაამღდეგო ვაქცინის მაცივარში  შენახვა საჭირო აღარ იქნება. ასევე უფრო ადვილი იქნება მისი ტრანსპორტირება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები