Thumbnail

Mercedes-მა ელექტროქროსოვერის წარმოება დაიწყო

  • EQS წარმოება ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ბრემენში დაიწყო
  • ელექტროქროსოვერის მინიმალური ღირებულება 71 281 ევროა

ელექტროქროსოვერ EQC-ს წარმოება ბრემენში განლაგებულ ქარხანაში დაიწყო. ამ მოდელის ყველა ავტომობილი, რომელსაც Mercedes 2019 წელს ააწყობს უკვე გაყიდულია. კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, EQC უახლოეს წლებში Mercedes-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტომობილი გახდება.

კომპაქტური ქროსოვერი ორი ძრავით არის აღჭურვილი, რომლებიც ჯამურად 408 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. ავტომობილი 100 კმ/სთ-ის სიჩქარეს 5,1 წამში ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 180 კმ/სთ-ია. დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილს 450 კილომეტრის გავლა შეუძლია. EQC-ს მინიმალური ღირებულება 71 281 ევროა.

უკვე ივნისში კომპანიის VIP კლიენტებს შეეძლებათ EQC-ს საჭესთან დაჯდნენ. წარმოების მოცულობის გაზრდას Mercedes 2019 წლის შემოდგომისთვის გეგმავს. EQC-ს კონცეპტი გერმანულმა ავტოგიგანტმა პირველად 2016 წელს პარიზის ავტოშოუზე წარმოადგინა. ელექტრომობილის საბოლოოდ ვერსია  2018 წელს ასევე პარიზში წარადგინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები