Thumbnail

ახალ კამერას ობიექტის გადაღება 45კმ-იანი დისტანციიდან შეუძლია

  • ჩინელმა მკვლევარებმა დისტანციური ფოტოგრაფია ახალ საფეხურზე აიყვანეს
  • კამერა ობიექტს 45 კილომეტრიანი მანძილიდან აფიქსირებს

შორი დისტანციიდან ფოტოს გადაღება არც თუ ისე მარტივია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პროცესს ხელს გარემო ფაქტორები, მათ შორის შუქის განაწილება და გამონაბოლქვი უშლის. მიუხედავად ამისა, გასულ წლებში მკვლევარებმა მუშაობა დაიწყეს ისეთი კამერის შექმნაზე, რომელიც დაბრკოლებების მიუხედავად შორ მანძილზე საგნის დაფიქსირებას შეძლებდა. მათ შექმნეს კამერა, რომელიც 10 კილომეტრის მანძილიდან თითოეულ ნაწილაკს, ანუ ფოტონებს აფიქსირებს და საბოლოო სურათს მათი შეერთებით იღებს. 

შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარებმა დისტანციური ფოტოგრაფია ახალ საფეხურზე აიყვანეს და შექმნეს კამერა, რომელიც ურბანულ გარემოში საგანს 45კმ-ის დისტანციიდან იღებს. ტექნოლოგია ფოტონების სენსორით და ფოტოს უნიკალური, გამოთვლითი ალგორითმით არის აღჭურვილი.

ტექნოლოგიის პრინციპი საკმაოდ მარტივია - თავდაპირველად ლაზერით იზომება მანძილი და ფიქსირდება გადასაღები ობიექტი, შემდეგ კი ფოტოს ლაზერის შუქის ანარეკლით იღებენ, რისთვისაც მკვლევარები უსაფრთხო, სპეციალურ ინფრაწითელ ლაზერს იყენებენ.

მკვლევარების თქმით, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია და ტექნოლოგიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ისინი იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ფოტოების გადაღებას რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებიდანაც შეძლებენ. 

შენობა 45 კილომეტრის დისანციიდან

 

კომენტარები

ბოლო ამბები