Thumbnail

სამსუნგი კამერის 64 მეგაპიქსელიან სენსორს შექმნის

  • კამერის მსგავსი სენსორი ამ დროისთვის ბაზარზე არ არსებობს
  • 64 მეგაპიქსელიანი სმარტფონი წლის ბოლოს გამოვა

სამსუნგმა ამ დროისთვის ბაზარზე ყველაზე მაღალი რეზოლუციის კამერის სენსორის გამოშვება დააანონსა. სენსორი ISOCELL Bright GW1 64 მეგაპიქსელიანია და ის სამსუნგის ამჟამინდელი 48 მეგაპიქსელიანი კამერის მსგავსად 8 მიკრომეტრის ზომის პიქსელებს იყენებს. სენსორი სამსუნგის კამერის სენსორების სხვა ვერსიებთან შედარებით ზომაში უფრო დიდია, შესაბამისად უფრო მეტ შუქს აფიქსირებს.

სენსორი Bright GW1 ოთხ 16 მეგაპიქსელიან გამოსახულებას ერთმანეთთან გააერთიანებს, ისევე როგორც სამსუნგის ამჟამინდელი, 48 მეგაპიქსელიანი კამერები აერთიანებს 12 მეგაპიქსელიან გამოსახულებებს. ახალი სენსორი სრული რეზოლუციის 64 მეგაპიქსელიანი გამოსახულებისთვის ფერების ფილტრს შუქის შესაბამისად ავტომატურად დააკონვერტირებს.
 
ბაზარზე 48 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონები უკვე მრავლად გვხვდება, ამჯერად კი სამსუნგის მიერ დაანონსებული სიახლის შემდეგ 64 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონებს დაანონსებას სავარაუდოდ სხვა კომპანიებისგანაც უნდა ველოდოთ. სამსუნგი ახალი სენსორით აღჭურვილი სმარტფონის გამოშვებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები