Thumbnail

Lito Motorcycles-მა პრემიუმ კლასის ელექტრო მოტოციკლი გამოუშვა

  • ელექტრო მოტოციკლს დამუხტვის შემდეგ 300 კილომეტრის გავლა შეუძლია
  • მოტოციკლის ღირებულება 82 500 დოლარია

კომპანია Lito Motorcycles-მა, რომელიც ათის წლის წინ დაარსდა, საიბილეო თარიღი ახალი სუპერ მოტოციკლის გამოშვებით აღნიშნა. ელექტრო მოტოციკლი Lito Sora Generation Two შთამბეჭდავი მონაცემებით გამოირჩევა. ეს მოდელი ელექტრო მოტოციკლის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც კომპანიამ ხუთი წლის წინ გამოუშვა.

ახალი მოდელის ძრავის სიმძლავრე 107 ცხენის ძალაა. 100 კმ/სთ-ის სიჩქარეს მოტოციკლი სამ წამში ანვითარებს. ელექტრო მოტოციკლის მაქსიმალური სიჩქარე 193 კმ/სთ-ია. დამუხტვის შემდეგ მოტოციკლს 300 კილომეტრის გავლა შეუძლია.

მოტოციკლის კორპუსის ნაწილი კარბონისგან არის დამზადებული. Lito Sora-ს 5,7 დიუმის დისპლეი და Beringer-ის სამუხრუჭე სისტემა გააჩნია. Lito Motorcycles-ში ახალ მოტოციკლს პრემიუმ კლასის სატრანსპორტო საშუალებად მიიჩნევენ. ამიტომაც მისი ფასი საკმაოდ მაღალია. ელექტრო მოტოციკლის ღირებულება 82 500 დოლარია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები