Thumbnail

Skullcandy-მ Apple-ის AirPods-ის 79$-იანი ანალოგი გამოუშვა

  • Skullcandy-ს უკაბელო ყურსასმენის ფასი AirPods-ის ღირებულების ნახევარია
  • ყურსასმენის შეძენა უკვე შესაძლებელია

სანამ Apple AirPods-ის ახალ ვერსიაზე მუშაობს, ბაზარზე მისი ახალი კონკურენტი გამოჩნდა. კომპანია Skullcandy-მ ფუნქციურად AirPods-ის მსგავსი, თუმცა დიზაინით განსხვავებული უკაბელო ყურსასმენი - Indy წარადგინა, რომელიც 79 დოლარი ღირს. შედარებისთვის, Apple-ის უკაბელო ყურსასმენის ღირებულება 159 დოლარიდან იწყება.

Indy-ს AirPods-ის ახალი ვერსიის მსგავსად უკაბელო დატენვის ფუნქცია აქვს. ყურსასმენის წყალგამძლე და ჭუჭყგამძლეა. იმისათვის, რომ Indy ყურში სტაბილურად მოთავსდეს, მას დამატებით რბილი სამაგრი მოყვება.

Skullcandy-ს ყურსასმენი ერთი დატენვით 4 საათის განმავლობაში მუშაობს, უკაბელო დამტენი კი მას სრულად სამჯერ ტენის. ყურსასმენში ჩაშენებულია მიკროფონიც, შესაბამისად, მისი გამოყენება ზარების განსახორციელებლადაც არის შესაძლებელი.

ყურსასმენის შეკვეთა Skullcandy-ს ოფიციალურ საიტზე არის შესაძლებელი. 

კომენტარები

ბოლო ამბები