Thumbnail

გერმანიაში პირველი ელექტრო ავტობანი გაიხსნა

  • პირველი საცდელი ელექტრო ავტობანი ჰესენში გაიხსნა
  • ავტობანზე მოძრაობის დროს სატვირთო ავტომობილები დამუხტვას შეძლებენ

eHighway-ასე ეწოდება პროექტს, რომლის რეალიზაციაზეც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ 14,6 მილიონი ევრო გამოყო. 5 კილომეტრიანი ელექტრო ავტობანი ჰესენში, ფრანკფურტის სამხრეთით გაიხსნა. ამ გზაზე გადაადგილება ჰიბრიდულ სატვირთო ავტომობილებს შეეძლებათ, რომლებიც პარალელურად მოძრაობის დროს ბატარეის დამუხტვას შეძლებენ.

ტრასის ზემოთ ელექტროქსელებია გაყვანილი. ჰიბრიდული სატვირთო ელექტრომობილები გზაზე გადაადგილების დროს დაახლოებით იმავე პრინციპით დაიმუხტებიან, როგორც ტროლეიბუსი. გერმანიის ხელისუფლება ოპტიმალური გამოსავალს ეძებს იმისათვის, რომ დიდი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი შეამციროს. ეს პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ჰესენის გარდა საცდელ ელექტრო ავტობანებს  შლეზვიგ- ჰოლშტაინში და ბადენ-ვიურტემბერგში გახსნიან. თუ ტექნოლოგიამ გაამართლა გერმანიის მთავრობა მის დანერგვას ქვეყნის დიდ ავტობანებზეც გეგმავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები