Thumbnail

Nike-ის აპლიკაცია ფეხის ზუსტ ზომას ხელოვნური ინტელექტით გაგიზომავთ

  • Nike ფეხის ზომას მილიმეტრიანი სიზუსტით გაგიზომავთ
  • აპლიკაციას ფუნქცია ივლისში დაემატება

ფეხსაცმლის ყიდვა ონლაინ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული - ფეხსაცმლის მოზომვა მის შეძენამდე შეუძლებელია, სხვადასხვა ბრენდს კი ზომების სხვადასხვანაირი სისტემა აქვთ, შესაბამისად, შესაძლოა ერთი ბრენდის კონკრეტული ზომის ფეხსაცმელი იდეალურად მოგერგოთ, სხვა ბრენდის იმავე ზომის ფეხსაცმელი კი პატარა გქონდეთ. 

პრობლემის გადასაჭრელად Nike-ის მობილური აპლიკაციის განახლებულ ვერსიას დაემატა ფუნქცია, რომელიც ე.წ. გაფართოებული რეალობით (augmented reality) მომხმარებლის ფეხის ზუსტ ზომას ადგენს, რათა მან ონლაინ შოპინგის დროს ბოტასის ზუსტი ზომა აარჩიოს.

Nike-ის ბოტასის შერჩევა ონლაინ განსაკუთრებით რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ ბრენდის ფეხსაცმელები სტანდარტულ ზომებზე ბევრად პატარაა. Nike-ის თქმით, ახალი ფუნქციით მომხმარებლის ორივე ფეხს მილიმეტრიანი სიზუსტით გაზომავენ და მას შესაბამისი ზომის მოდელებს შესთავაზებენ. აპლიკაცია მომხმარებლისთვის ფეხსაცმლის შერჩევის დროს გაითვალისწინებს იმასაც, თუ რომელი მოდელები შეარჩიეს იგივე ფეხის ზომის მქონე ადამიანებმა.
 
ახალი ფუნქციით ფეხის ზომას არამარტო Nike-ის აპლიკაციაში, არამედ მაღაზიებშიც გაიზომავთ. აპლიკაციის განახლება ამერიკაში ივლისში, ევროპაში კი აგვისტოში იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები