Thumbnail

იაპონიაში ყველაზე სწრაფი სამგზავრო მატარებლის გამოცდა დაიწყეს

  • Alfa X 400 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდება
  • მატარებელი ჰონსიუს ქალაქებს აომორისა და სენდაის შორის იმოძრავებს

იაპონურმა კომპანია JR East ახალი სწრაფმავალი მატარებელი წარმოადგინა. Alfa-X-ს 400 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეუძლია. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სამგზავრო მატარებელი გახდება.

კომპანიამ მატარებლის გამოცდა უკვე დაიწყო. სატესტო რეჟიმში Alfa X თავდაპირველად კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთით, აომორისა და სენდაის შორის იმოძრავებს. მომავალში მარშრუტი ჰოკაიდოს ყველაზე დიდ ქალაქ საპორომდე გაგრძელდება. JR East მატარებლის ექსპლუატაციაში გაშვებას არ ჩქარობს. წინასწარი ინფორმაციით, სატესტო რეჟიმში Alfa X-ის გამოცდა რამდენიმე წელი გაგრძელდება.

Alfa X ათ ვაგონიანი მატარებელია. JR East-ის წარმომადგენლის განცხადებით, მატარებელი მაღალტექნოლოგიური ამორტიზატორებით არის აღჭურვილი. სტანდარტულ სამუხრუჭე სისტემასთან ერთად მას ე.წ. “ჰაეროვანი მუხრუჭი” აქვს, რაც საჭიროების შემთხვევაში სიჩქარის სწრაფად შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

კომენტარები

ბოლო ამბები