Thumbnail

ფეისბუქის თანადამფუძნებელი კრის ჰიუზი: დროა ფეისბუქი დაინგრეს

  • ფეისბუქის თანადამფუძნებელი მარკ ცუკერბერგს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
  • კრის ჰიუზი მიიჩნევს, რომ პროცესში აშშ-ს ხელისუფლება უნდა ჩაერიოს

დროა ფეისბუქი დაინგრეს - ასეთია საავტორო სვეტის სათაური, რომელიც "ნიუ იორკ თაიმსში" ფეისბუქის თანადამფუძნებელმა  კრის ჰიუზმა გამოაქვეყნა. მისი შეფასებით ფეისბუქმა ცუკერბერგს უპრეცედენტო ძალაუფლება მისცა. “მას შეუძლია გააკონტროლოს ორი მილიარდი ადამიანის საუბრები”, მილიარდიანი შემოსავლები კი საშუალებას აძლევს იყიდოს ნებისმიერი კონკურენტი.

ცუკერბერგი სამ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო პლატფორმას: ფეისბუქს, ინსტაგრამს და ვოთსაფს აკონტროლებს, რომლებსაც ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს. ფეისბუქის საბჭო რეალურად დამკვირვებელია და არა მაკონტროლებელი, რადგან ცუკერბერგი ხმების 60 პროცენტს აკონტროლებს. მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს ფეისბუქის ალგორითმის კონფიგურაცია, განსაზღვროს რას ხედავს მომხმარებელი სიახლეების ველში, რომელი შეტყობინება ეგზავნება. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ფეისბუქის ძველმა გუნდმა და მათ შორის პირადად მეც ვერ გავთვალეთ როგორ შეცვლიდა სიახლეების ალგორითმი ჩვენ კულტურას, გავლენას მოახდენდა არჩევნებზე და ნაციონალისტურ ლიდერებს გააძლიერებდა- კრის ჰიუზი.

ჰიუზი ამბობს, რომ ბოლოს ცუკერბერგს 2017 წლის ზაფხულში კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალამდე  შეხვდა. შეხვედრის დროს კომპანიაზე და მის განვითარებაზე არ უსაუბრიათ. ფეისბუქის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ კომპანიის და პირადად ცუკერბერგის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეილახა.

ფეიკ ნიუსები, ძალადობის რიტორიკა, რუსეთის სპეცსამსახურების დეზინფორმაცია- ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნეგატიური ფაქტორების, რაც ფეისბუქს უკავშირდება. 15 წლის წინ მე ჰარვადში ფეისბუქის თანადამფუძნებელი ვიყავი. უკვე 10 წელია კომპანიაში აღარ ვმუშაობ. მაგრამ ბრაზის და პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ცუკერბერგმა შექმნა ურჩხული, რომელიც მომხმარებლის უფლებებს ზღუდავს - კრის ჰიუზი.

ჰიუზი მიიჩნევს, რომ დროა შეერთებული შტატების ხელისუფლება ამ პროცეში ჩაერიოს. ფეისბუქის წინაამღდეგ სულ უფრო ხშირად გამოდიან ამერიკელი პოლიტიკოსებიც. სენატორი ელიზაბეთ უორენი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი კანდიდატია, ფეისბუქის, გუგლის და ამაზონის გაყოფის და მათთვის რეგულაციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები