Thumbnail

WhatsApp-ზე ჰაკერული შეტევა დაფიქსირდა

  • ჰაკერებმა WhatsApp-ის მომხმარებლების სმარტფონებში სათვალთვალო პროგრამები დააყენეს
  • ხარვეზი ამ დროისთვის აღმოფხვრილია

ჰაკერებმა WhatsApp-ის საშუალებით მომხმარებლების სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებში სათვალთვალო პროგრამები დააინსტალირეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. WhatsApp-ის თქმით, საუბარია გამოცდილი ჰაკერების ორგანიზებულ კიბერშეტევაზე. ამ დროისთვის ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია. WhatsApp-ი მომხმარებლებს მოუწოდებს, დამატებითი უსაფრთხოებისთვის აპლიკაცია განაახლონ.

დაშიფრული მიმოწერის (end-to-end encryption) ფუნქციის გამო WhatsApp-ი ამ დრომდე დაცულ აპლიკაციად ითვლებოდა, თუმცა კიბერშეტების შედეგად მომხმარებლების მიმოწერის შინაარსზე წვდომა ჰაკერებმაც მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ მომხმარებელს შეეხო ჰაკერული თავდასხმა. ჟურნალისტების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, აჰმედ ზიდანის შეფასებით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად ძირითადად ჟურნალისტები, იურისტები და სამოქალაქო აქტივისტები დაზარალდნენ. 

მიმოწერის აპლიკაცია WhatsApp 2009 წელს იენ კუმმა და ბრაიან ექტონმა შექმნეს. 2014 წლის თებერვალში პროგრამა 19,3 მილიარდ დოლარად ფეისბუქმა შეიძინა. ფეისბუქის სახელთან პირადი მონაცემების დაცულობასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალია დაკავშირებული.

კომენტარები

ბოლო ამბები