Thumbnail

სმარტფონი ჯარისკაცებს მოწინაამღდეგის პოზიციის აღმოჩენაში დაეხმარება

  • სმარტფონზე დაფუძნებული ტექნოლოგია ტყვიის სროლის საწყის ადგილმდებარეობას დაადგენს
  • ჯარისკაცებისთვის სისტემა 2021 წელს გახდება ხელმისაწვდომი.

საბრძოლო ველი რომ ხმაურიანი ადგილია ცნობილი ფაქტია - ამის გამო ჯარისკაცებს ხშირ შემთხვევაში ყურის დამცავი ყურსასმენების გამოყენება უწევთ. ამ პირობებში რთულია იმის დადგენა, თუ საიდან გაისროლა ტყვია მოწინააღმდეგემ. ახალი სმარტფონზე დაფუძნებული ტექნოლოგია Tactical Communication and Protective System (TCAPS) სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება. 

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ადგილმდებარეობიდან ისროლა ტყვია მოწინააღმდეგემ, ჯარისკაცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მათ ამ ინფორმაციის დახმარებით საშუალება ეძლევათ თავშესაფარი ოპტიმალუტ ადგილზე შეარჩიონ და საპასუხოდაც სწორი მიმართულებით გაისროლონ.

ფრანგულ-გერმანული კვლევითი ინსტიტუტის მიერ შექმნილი ყურსასმენი იარაღის მიერ წარმოებულ ტალღებს აფიქსირებს და ზომავს დროის განსხვავებას ტალღის თავდაპირველი წარმოქმნიდან მის ყურსასმენში დაფიქსირებამდე. ინფორმაცია Bluetooth-ის საშუალებით სმარტფონის აპლიკაციას გადაეცემა, რის შემდეგაც მასში მოწინააღმდეგის ადგილმდებარეობა აისახება.

“კარგი პროცესორის მქონე სმარტფონს ინფორმაციის გადამუშავება ნახევარ წამში შეუძლია.” - პროექტის თანაავტორი სებასტიან ჰენგი

ტექნოლოგია ამ ეტაპზე გამოსაცდელ რეჟიმში მუშაობს. სისტემის შემქმნელების თქმით, ყურსასმენი ჯარისკაცებისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლიდან გახდება.
 

კომენტარები

ბოლო ამბები