Thumbnail

Uber-ს ტაქსის ჩუმი მძღოლის გამოძახების ფუნქცია დაემატა

  • ტექნოლოგიის დახმარებით მგზავრს მძღოლთან ინტერაქციის მინიმუმამდე დაყვანა შეუძლია
  • “ჩუმი მძღოლის” გამოძახება Uber-ის პრემიუმ სერვისის ახალი ფუნქციაა

ტაქსის გამოძახების სერვისის, Uber-ის აპლიკაციას წლების განმავლობაში პირველად ახალი ფუნქციები დაემატა. მაგალითად, პრემიუმ სერვისის ახალი რეჟიმი “Quiet Mode” მგზავრს საშუალებას აძლევს წინასწარ დააფიქსიროს, აქვს თუ არა მძღოლთან დიალოგში შესვლის სურვილი.
 
“Quiet Mode”-ის გარდა, მგზავრებს შეუძლიათ აპლიკაციაში წინასწარ მიუთითონ სხვადასხვა პარამეტრები, მაგალითად, თუ რა ტემპერატურა უნდა იყოს მანქანაში და სჭირდებათ თუ არა დახმარება ბარგის გადატანაში. ასევე, პრემიუმ სერვისის ფარგლებში მძღოლი მომხმარებელს მგზავრობის დაწყებამდე უფრო ხანგრძლივად, დამატებითი გადასახადის გარეშე დაელოდება.

მსგავსი საკითხების გადაჭრა, როგორც წესი, მძღოლთან პირდაპირი კომუნიკაციით ხდება, თუმცა ტექნოლოგიის დახმარებით სასურველი სერვისის მისაღებად ადამიანებთან მინიმალური ინტერაქციაც კი აღარ ხდება საჭირო.

Uber-ის პრემიუმ სერვისი Uber Black მგზავრებს ძვირადღირებული მანქანებით ემსახურება და მისი ფასი Uber-ის სტანდარტულ მომსახურეობაზე ორჯერ მეტია.

კომენტარები

ბოლო ამბები