Thumbnail

Google-ს მოგზაურობის დასაგეგმი განყოფილება დაემატა

  • ახალ განყოფილებაში მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციაა გაერთიანებული
  • Google Trips უკვე ამოქმედდა

Google-მა თავისი მოგზაურობასთან დაკავშირებული პროდუქტები, მათ შორის Google Trips, Google Flights, Google Hotels Search და სხვა სერვისები ახალ განყოფილებაში სახელწოდებით Trips გააერთიანა. ინფორმაციას The Verge ავრცელებს.


საიტზე google.com/travel თავმოყრილია ინფორმაცია სამოგზაურო ადგილების, ფრენების, სასტუმროებისა და ტურების შესახებ. მგზავრობის დაჯავშნის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია საიტზე თავი მოუყაროს ჯავშნებს, დამადასტურებელ კოდებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, იმის მიუხედავად, გაფორმდა თუ არა ჯავშანი Google-ის სერვისიდან. ამავე განყოფილებაში მითითებულია მოგზაურობის თარიღებში დანიშნულების ადგილის ამინდის პროგნოზი.

Google-ის ახალი სამოგზაურო განყოფილება უკვე ამოქმედდა. კომპანია არ აკონკრეტებს, ექნება თუ არა გავლენა სიახლეს Google-ის ამავე სახელწოდების სამოგზაურო აპლიკაციაზე - Trips-ზე, რომელიც კონკურენტი აპლიკაციის, TripIt-ის მსგავსად მომხარებლებს მოგზაურობის მარშრუტების შესახებ ინფორმაციას Offline რეჟიმშიც აწვდის.

კომენტარები

ბოლო ამბები