Thumbnail

Hermeus ყველაზე სწრაფი თვითმფრინავის დამზადებას გეგმავს

  • თვითმფრინავი პარიზიდან ნიუ იორკამდე მანძილს საათნახევარში დაფარავს
  • საფრენი აპარატის დამზადებას ხუთი წელი დასჭირდება

სტარტაპი Hermeus მსოფლიოში ყველაზე სწრაფი თვითმფრინავის შექმნას გეგმავს. საფრენი აპარატი სახელწოდებით Mach 5 მართლაც წარმოუდგენელ სისწრაფეს - 6 000 კმ/სთ-ში განავითარებს. აღსანიშნავია, რომ ზებგერით თვითმფრინავს სამოქალაქო ავიაციაში გამოიყენებენ. პარიზიდან ნიუ იორკამდე მანძილს თვითმფრინავი საათნახევარში დაფარავს.

პროექტზე მომუშავე გუნდი აცხადებს, რომ ტექნოლოგიები მსგავსი საფრენი აპარატის შესაქმნელად უკვე არსებობს. სტარტაპის ხელმძღვანელი, სკაილერ შაფორდი აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის დასამზადებლად ხუთი წელია საჭიროა. პროექტის დასაფინანსებლად კომპანიას უკვე აქვს გარკვეული თანხა. თვითმფრინავის ტექნიკურ დეტალებზე Hermeus-ის წარმომადგენლები ამ ეტაპზე საუბარს ერიდებიან. ცნობილია, რომ საფრენი აპარატის კორპუსი ძირითადად ტიტანისგან დამზადდება

Hermeus-ს კომპეტენტური გუნდი ჰყავს. სტარტაპი ორი კერძო კოსმოსური კომპანიის ილონ მასკი Space X-ის და ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის ყოფილმა თანამშრომლებმა დააარსეს. მათ შეუერთდნენ ასევე სტარტაპ Generation Orbit-ის წევრებიც. ეს კომპანია ცნობილია სუბორბიტალური რაკეტების შექმნით. Hermeus-ის მრჩეველთა საბჭოში Blue Origin-ის ექს-პრეზიდენტი რობ მეიერსონი და აშშ-ს ავიაციის სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსანი ჯორჯ ნილდი შედიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები