Thumbnail

Hyundai-ს ელექტრომობილების წარმოებაში ხორვატული სტარტაპი დაეხმარება

  • ხორვატული სტარტაპი Hyundai-ს საჭირო ტექნოლოგიებს მიაწვდის
  • Rimac ცნობილია, როგორც ელექტრო ჰიპერკარების მწარმოებელი კომპანია

Hyundai 90 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს ხორვატულ სტარტაპ Rimac-ში, სანაცვლოდ კი საჭირო ტექნოლოგიას მიიღებს. Rimac Automobili ცნობილია ძვირადღირებული ელექტრო ჰიპერკარების წარმოებით. გარიგების შედეგად ხორვატული კომპანია ახალი პროექტების დაწყებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს იღებს,  Hyundai-ს კი ელექტრომობილების წარმოებაში დაეხმარება.

ევროპული და ამერიკული ავტოგიგანტების მსგავსად Hyundai უახლოეს წლებში აქცენტს სწორედ ელექტრომობილების წარმოებაზე გააკეთებს. უკვე 2020 წელს კომპანია Hyundai N-ის სერიის ავტომობილის ელექტრო ვერსიის გამოშვებას გეგმავს. პარალელურად სამხრეთ კორეული კომპანია წყალბადის ავტომობილის პროექტზეც მუშაობს.

Rimac Concept One

Rimac Automobili 2009 წელს ხორვატიის ქალაქ სვეტა ნედელიაში მატე რიმაცმა დაარსა. რიმაცმა ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საკუთარი ავტომობილი BMW E30 ელექტრომობილად გადააკეთა. მოგვიანებით კი ამავე მოდელის საფუძველზე ახალი ელექტრომობილი Green Monster ააწყო, რომელსაც 600 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნდა.

 Rimac Concept Two 

2013 წელს ხორვატულმა კომპანიამ მსოფლიოში პირველი ელექტრო სუპერკარი Rimac Concept One დაამზადა. მოდელი, რომელსაც 1088 ცხენის ძალა გააჩნია, იმ დროს ყველაზე სწრაფი ელექრომობილი გახდა. 2018 წელს ხორვატულმა სტარტაპმა ჟენევის ავტოშოუზე ახალი სუპერკარი Rimac Concept Two წარმოადგინა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები