Thumbnail

Lilium Jet- მფრინავი ტაქსი, რომელსაც ხუთი მგზავრის გადაყვანა შეუძლია

  • გერმანული კომპანია Lilium Jet მფრინავი ტაქსის პროექტზე 2016 წლიდან მუშაობს
  • აპარატმა საცდელი ფრენა ბავარიაში შეასრულა

მფრინავი ტაქსის პროექტზე მსოფლიოში ერთდროულად რამდენიმე კომპანია მუშაობს. ერთ-ერთი გერმანული Lilium Jet-ია, რომელმაც მუშაობა ამ მიმართულებით 2016 წლიდან დაიწყო. საფრენი აპარატის პროტოტიპი უკვე შექმნილია. ელექტრო თვითმფრინავმა საცდელი ფრენაც შეასრულა.

Lilium Jet-ის მფრინავი ტაქსი სრულად ელექტრიფიცირებულია და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, რომელსაც ხუთი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. მისი მაქსიმალური სისწრაფე 300 კმ/სთ-ია. აპარატი დამუხტვის შემდეგ 300 კილომეტრის მანძილს დაფარავს. პირველი ფრენა Lilium Jet-ის პროტოტიპმა 2019 წლის 4 მაისს ბავარიაში, მიუნხენთან ახლოს შეასრულა.

ჩვენი კომპანია კონკურენტებისგან იმით განსხვავდება, რომ  ავაწყეთ და გამოვცადეთ სრულფასოვანი პროტოტიპი. საფრენ აპარატს შეუძლია ვერტიკალურად აფრენა და დაშვება, აქვს  რესურსი დიდ მანძილზე ხუთი მგზავრი გადაიყვანოს. Lilium Jet-ში პროფესიონალების გუნდი მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პროტოტიპს დიდი მომავალი აქვს - რემო გერბერი, Lilium Jet-ის კომერციული დირექტორი.

Lilium Jet-ს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. 2025 წლისთვის კომპანია აპირებს მფრინავი ტაქსის მომსახურების სერვისი გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დანერგოს.

Lilium Jet-ის საფრენი აპარატის პირველი ფრენის კადრები შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში:

კომენტარები

ბოლო ამბები