Thumbnail

პირველი 1TB-იანი MicroSD მეხსიერების ბარათი უკვე გაყიდვაშია

  • პირველი 1 ტერაბაიტიანი მიკროჩიპი უკვე გაყიდვაშია
  • მეხსიერების ბარათი 450 დოლარი ღირს 

კომპანია SanDisk-მა მსოფლიოში პირველი 1 ტერაბაიტიანი MicroSD ბარათი გამოუშვა. მიკრო ჩიპი კომპანიის ვებგვერდსა და Amazon-ზე უკვე ხელმისაწვდომია. მეხსიერების ბარათს U3 მხარდაჭერა აქვს, შესაბამისად მასზე 4K ვიდეოების ჩაწერაც თავისუფლად არის შესაძლებელი.

1 TB-იანი მეხსიერების ბარათი 450 დოლარი ღირს, რაც ორი 512GB-იანი მეხსიერების ბარათის ფასზე მეტია, თუმცა მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში პროდუქტის ფასი ბაზარზე დაიწევს. 

მიუხედავად მაღალი ფასისა, თუკი ტელეფონის მეხსიერება მუდმივად სავსე გაქვთ და არც 1600 დოლარის ღირებულების 1TB-იანი Samsung Galaxy S10 Plus-ის შეძენა გსურთ, SanDisK-ის ახალი მიკროჩიპი პრობლემის მოგვარებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები