Thumbnail
  • სატვირთო ელექტრომობილი შვედურმა სტარტაპმა Einride-მა გამოუშვა
  • თვითმავალი სატვირთო ავტომობილები რეისებს ქალაქ იენჩეპინგში ასრულებენ

პირველად მსოფლიოში საავტომობილო გზებზე რეგულარული რეისების შესრულება თვითმავალმა სატვირთო ელექტრომობილებმა დაიწყეს. ინოვაცია შვედეთში დანერგეს. სატვირთო ელექტრომობილი T-Pod სტარტაპმა Einride-მა გამოუშვა. ელექტრომობილის წონა 26 ტონაა და მას მძღოლის კაბინა არ აქვს.

სტარტაპის წარმომადგენლების განცხადებით, T-Pod-ის ელექტრომობილი დიზელის სატვირთო ავტომობილთან შედარებით ტვირთის გადატანის დროს ხარჯებს 60 პროცენტით შეამცირებს. ელექტრომობილს ავტონომიურობის მეოთხე დონე აქვს და მონაცემების რეალურ რეჟიმში დასამუშავებლად Ndivia Drive-ის პლატფორმას იყენებს. ოპერატორს, რომელიც ავტომობილებისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იმყოფება, შეუძლია ერთდროულად ათი ელექტრომობილის გადაადგილება გააკონტროლოს.

როგორც Reuters იტყობინება, შვედური სტარტაპი ყოველდღიურ რეისებს ლოგისტიკურ კომპანია Schenker-თან კონტრაქტის საფუძველზე ასრულებს. Einride-ს ასევე აქვს კონტრაქტი შვედურ ლოგისტიკურ კომპანია Svenska Retursystem-თან და გერმანული Lidl-თან. ელექტრო სატვირთოები ამჟამად სამხრეთ შვედეთის ქალაქ იენჩეპინგის სამრეწველო ზონაში, საწყობსა და ტერმინალს შორის მოძრაობენ. შვედური სტარტაპი 2020 წლისთვის აშშ-ში მუშაობის დაწყებას გეგმავს. Einride-ის გუნდის შეფასებით, ავტონომიური სატვირთო ტრანსპორტისთვის ყველაზე პერსპექტიული ბაზარი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია.

კომენტარები

ბოლო ამბები