Thumbnail

ვირუსის გლობალური საშიშროების გამო Windows-ის განახლებები გამოვიდა

  • Windows-ი გლობალური კიბერშეტევის საშიშროების წინაშე დადგა
  • Microsoft-ი მომხმარებლებს Windows-ის დაუყოვნებლივ განახლებას ურჩევს

Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებში დაფიქსირებული ხარვეზს შესაძლოა ვირუსის გლობალური გავრცელება გამოეწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სწორედ ამ საშიშროების გამო, Microsoft-მა ვინდოუსის ძველი ვერსიებისთვის უსაფრთხოების სისტემები განაახლა.

პირველი განახლება Windows XP-ს შეეხო, რომელსაც Microsoft-ის მხარდაჭერა 2014 წლიდან აღარ აქვს, თუმცა კომპანიამ ოპერაციული სისტემისთვის უსაფრთხოების განახლება უზრუნველყო, რათა მასობრივი ვირუსის გავრცელების შანსი თავიდან აეცილებინა.

Microsoft-ის მიერ გავრცელებული ბლოგპოსტის თანახმად, ჰაკერული შემოტების შედეგად კომპიუტერების მსოფლიოს მასშტაბით დავირუსება ფაქტობრივად გარდაუვალი იქნებოდა და ამისთვის უბრალოდ მათი ინტერნეტთან დაკავშირება იქნებოდა საკმარისი. კიბერშეტევის შემთხვევაში, ვირუსი გლობალურად, რამდენიმე მილიონ კომპიუტერში გავრცელდებოდა.

“გირჩევთ, Windows-ის სისტემები დაუყოვნებლივ განაახლოთ” - Microsoft

უსაფრთხოების სისტემების განახლება Microsoft-ის შემდეგ ოპერაციულ სისტემებზე გახდა საჭირო:

  • Windows XP
  • Windows 2003
  • Windows 7
  • Windows Server 2008


Microsoft-ის თქმით, კიბერშეტევის საშიშროება Widows 8 და Windows 10-ის მომხმარებლებზე არ გავრცელდა. კომპანია ირწმუნება, რომ ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები