Thumbnail

იაპონიაში 11-ნიშნა ტელეფონის ნომრების კომბინაციები იწურება

  • იაპონური მობილური ოპერატორები 10 მილიარდ 14-ნიშნა ნომერს შექმნიან
  • ამჟამად ხელმისაწვდომი ნომრები სავარაუდოდ 2022 წელს ამოიწურება

იაპონიის კომუნიკაციების მინისტრის ინიციატივით, ქვეყანაში 11-ნიშნა ტელეფონის ნომრების 2022 წლამდე ამოწურვის საშიშროების გამო 10 მილიარდი ახალი, 14-ნიშნა ნომერი შეიქმნება. გამოცემა The Japan Times-ის თანახმად, მინისტრის ინიციატივის განხორციელებაზე იაპონიის სამმა მსხვილმა მობილურმა ოპერატორმა თანხმობა უკვე გამოთქვა. ახალი ნომრები ხელმისაწვდომი სავარაუდოდ 2021 წლის ბოლომდე გახდება.
 
ახალ ნომრები პრეფიქსი “020”-ით დაიწყება, რომელსაც ამ დროისთვის იაპონია მხოლოდ სმარტ მოწყობილობების ინტერნეტით უზრუნველყოფისთვის საჭირო ნომრებისთვის იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი “020” 2017 წლიდან მოქმედებს, ხელმისაწვდომი 80 მილიონი ნომრიდან 32.6 მილიონი ნომერი უკვე ათვისებულია. იმის გავითვალისწინებთ, რომ 2020 წელს 5G ქსელის შექმნასთან ერთად სმარტ მოწყობილობები, მათ შორის სმარტ საყოფაცხოვრებო ტექნიკა კიდევ უფრო განვითარდება, სავარაუდოდ აღნიშნული ინდექსის სატელეფონო ნომრების მარაგის ამოწურვაც ახლო მომავლის პერსპექტივაა.
 
სატელეფონო ნომრების ამოწურვის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იაპონიაში არ დადგა - 2014 წელს დიდ ბრიტანეთში ნომრების ნაწილს შეზღუდული რაოდენობის გამო პრეფიქსად 5-ნიშნა სატელეფონო ინდექსი დაემატა.
 

კომენტარები

ბოლო ამბები