Thumbnail

Turbowheel Lightning- ელექტრო სკუტერი, რომელიც 65 კმ/სთ-ს ანვითარებს

  • ელექტრო სკუტერს ორი ელექტრო ძრავა აქვს
  • დამუხტვის შემდეგ სკუტერს 70 კილომეტრის გავლა შეუძლია

კომპანია Ewheels-მა  ახალი ელექტრო სკუტერი გამოუშვა. Turbowheel Lightning ყველაზე მძლავრი ელექტრო სკუტერია, რომელსაც ორი ელექტრო ძრავა აქვს. სკუტერს საათში 65 კილომეტრის სიჩქარის განვითარება შეუძლია. Electrec-ის მიმომხილველმა მიკ თოლმა Ewheels-ის ახალი პროდუქტი თავად გამოსცადა.

ეს ელექტრო სკუტერი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩემი პირველი ავტომობილი. გადაადგილების დროს საოცარი განცდა გაქვს, თავისუფლების გრძნობა გეუფლება. სკუტერს შეუძლია ნებისმიერ მთაზე ავიდეს, ბორდიურიდან გადმოხტეს ისე, რომ სიჩქარე არ დააგდოს- მიკ თოლი, Electrec-ის მიმომხილველი.

 

თოლის იმასაც აღნიშნავს, რომ ჩაფხუტის გარეშე Lightning-ით მოძრაობა არ ღირს. სკუტერს სიჩქარის მართვის სამი რეჟიმი გააჩნია. საჭიროების შემთხვევაში ასევე შესაძლებელია ორიდან ერთ-ერთი ძრავის გამორთვაც. მესამე რეჟიმში სკუტერის მაქსიმალური სისწრაფე 65კმ/სთ-ია. ამ სიჩქარეზე მოძრაობის დროსაც კი Lightning სამართავად საკმაოდ მოსახერხებელია.

Turbowheel Lightning 35 კილოგრამს იწონის. მისი აკუმულატორის დამუხტვას ცხრა საათი სჭირდება, სწრაფი რეჟიმის შემთხვევაში კი ოთხი საათი. დამუხტვის შემდეგ სკუტერით 70 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. Turbowheel Lightning-ის ღირებულება 1690 დოლარია.

კომენტარები

ბოლო ამბები