Thumbnail

ჩინური ბიო წებო სისხლდენას მომენტალურად აჩერებს

  • ბიო წებოს გულის და არტერიული სისხლდენის შესაჩერებლად გამოიყენებენ
  • ამ ეტაპზე მეცნიერები კლინიკურ ცდებს ატარებენ

ჩინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს სპეციალური ბიო წებო, რომელიც სისხლდენას აჩერებს. მედიკოსების განცხადებით, ის იდეალურად ახერხებს ყველაზე სახიფათო სისხლდენის შეჩერებას, როგორიცაა გულის და არტერიული სისხლდენა. მეცნიერთა ჯგუფმა ბიო წებოს შემუშავების დროს ცილები და ნახშირწყლები გამოიყენა.

ჯერჯერობით ბიო წებო ადამიანებზე არ გამოუცდიათ. პირველი ექსპერიმენტი მკვლევარებმა ღორებზე ჩაატარეს. ნივთიერებამ  გულთან ახლოს 6 მილიმეტრიანი ჭრილობიდან სისხლდენა ისე შეაჩერა, რომ ნაკერების დადება საჭირო არ გახდა. ჩინელი მედიკოსების შეფასებით, პირველი ექსპერიმენტი ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საფუძველს იძლევა.

ამ ეტაპზე მეცნიერები გამოგონების სრულყოფაზე მუშაობენ და კლინიკურ ცდებს აგრძელებენ. ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბიო წებოს გამოყენებას მედიკოსები 3-4 წელიწადში შეძლებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები