Thumbnail

Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტექსტის ტონს თარგმნის

  • ხელოვნური ინტელექტი ხმოვანი ტექსტის აუდიოთარგმანს აკეთებს
  • Translatotron ტექსტთან ერთად საუბრის მანერასაც თარგმნის

კომუნიკაცია სიტყვების გარდა ადამიანის საუბრის მანერაზეც არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, Google-ის ახალი ხმოვანი თარჯიმანის პროტოტიპი ტექსტთან ერთად მის ტონს და საუბრის ტემპსაც თარგმნის. 

Google-მა სისტემა Translatotron-ის მუშაობის პრინციპს ვრცელი ბლოგპოსტი მიუძღვნა. ბლოგპოსტის თანახმად, Translatotron-ის კომერციულ მოხმარებაში გამოსვლა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. Google-ის მიზანია, თარგმნის ფუნქციას ახალი ნიუანსები დაამატოს, რათა ის ნამდვილი საუბრის მანერასთან მაქსიმალურად მიახლოვებული იყოს.
 
გარდა ტონის თარგმნისა, აღსანიშნავია, რომ სისტემა საუბარს მისი წერილობით ტექსტად გარდაქმნის გარეშე, პირდაპირ ხმოვანად თარგმნის. Google-ის თქმით, ე.წ. end-to-end სისტემის თარგმანს უფრო ნაკლები დრო სჭირდება.
 
თარგმანის მაგალითები შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები