Thumbnail

ასტრონავტებს კოსმოსში მფრინავი რობოტები დაეხმარებიან

  • Astrobee-ს რობოტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში სხვადასხვა სამუშაოებს შეასრულებენ
  • NASA მსგავსი ტიპის რობოტებს შორეული კოსმოსური მისიების დროსაც გამოიყენებს 

Astrobee მფრინავი რობოტია, რომელიც NASA-ს ინჟინრებმა სპეციალურად კოსმოსში სამუშაოდ შექმნეს. რობოტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ასტრონავტებს სხვადასხვა დავალებების შესრულების დროს დაეხმარება. Astrobee-ს უწონადობაში  ტექნოლოგიების გამოსაცდელად გამოიყენებენ.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში 2019 წლის აპრილში ორი “რობოტი-ფუტკარი” გააზავნეს. ასტრონავტმა ენ მაკლეინმა NASA-ს ეიმსის სამეცნიერო ცენტრის ინჟინრების დახმარებით სადგურში რობოტების დამხმარე სისტემა უკვე გამოსცადა. რობოტების სრულფასოვანი ექსპლუატაცია უხლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.

მფრინავ რობოტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ხშირ შემთხვევაში რთული და რუტინული სამუშაოების შესრულებას დაავალებენ, რაც ასტრონავტებს საშუალებას მისცემს მეტი კონცენტრაცია მოახდინონ სამეცნიერო კვლევებზე და ექსპერიმენტზე. NASA-ში აღნიშნავენ, რომ Astrobee-ს ტიპის რობოტებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ შორეული კოსმოსის ათვისების პროგრამებში, როგორიცაა მთვარის და მარსის მისია.

Astrobee დაამტკიცებს, რომ რობოტს შეუძლია ადამიანს კოსმოსის კვლევაში და ათვისებაში დაეხმაროს. ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება საშუალებას მოგვცემს გამოვცადოთ ახალი ტექნოლოგიები და აპარატები მომავალი კოსმოსური მისიებისთვის- NASA.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები