Thumbnail

NASA-მ მარსის კოლონიისთვის საცხოვრებლის პროექტი შეარჩია

  • 60 კომპანიას შორის გამარჯვებული AI Space Factory-ს პროექტი გახდა
  • კაფსულა Marsha  მომავალში მარსის კოლონიზაციისთვის შეიძლება გამოიყენონ

NASA-მ კონკურს Centennial Challenges  შედეგები შეაჯამა, რომელიც სხვა პლანეტების კოლონიზაციიის შემთხვევაში ოპტიმალური საცხოვრებლის დაპროექტებას გულისხმობს. კონკურსის გამარჯვებული კომპანია AI Space Factory გახდა, რომელმაც საცხოვრებელი კაფსულა Marsha შექმნა.

Marsha რამდენიმე დონისგან შედგება. საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის დიზაინი ისეა მოწყობილი, რომ კოლონისტებმა შენობის შიგნით თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნონ. საცხოვრებელ ზონაში პროექტის ავტორებმა ადგილი შიდა ბაღისთვისაც გამონახეს.

საცხოვრებლის 5 მეტრიანი პროტოტიპი ძირითადად ბაზალტისგან არის აგებული. ნაგებობა NASA-ს გუნდის წევრებმა გამოსცადეს და აღნიშნეს, რომ ის ბევრად მყარია, ვიდრე კონკურსში მონაწილე  სხვა კომპანიების მიერ შექმნილი პროტოტიპები.

NASA-ს უახლესი გეგმა მთვარეზე ადამიანის დაბრუნებაა. მარსზე პილოტირებული მისია და წითელი პლანეტის კოლონიზაცია უფრო  შორეული პერსპექტივაა. მარსზე კოლონიის დაარსება Space X-ის დამფუძნებლის ილონ მასკის გეგმებშიც შედის. მასკს პილოტირებული მისიის გაგზავნა მარსზე 2024 წელს სურს და არ გამორიცხავს მომავალში საცხოვრებლად პლანეტაზე თავადაც გაემგზავროს.

კომენტარები

ბოლო ამბები