Thumbnail

Huawei Android-ის შეზღუდვას პასუხობს

  • კომპანიის განცხადებით, მომხმარებლები აპლიკაციების განახლებას შეძლებენ
  • Huawei-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა უკვე შექმნა

მას შემდეგ, რაც Google-მა Huawei-ს აშშ-ის მთავრობის ბრძანებით Android-ის მხარდაჭერა შეუწყვიტა, კომპანიამ პირველი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ხაზგასმულია Huawei-ს როლი Android-ის პოპულარობის ზრდის პროცესში. გასულ წლებში კომპანიის Android-სმარტფონების გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა მაშინ, როდესაც  Apple-ის და Samsung-ის გაყიდვები შემცირებულიც კი იყო. Huawei-მ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებულ მოდელებზე უსაფრთხოების განახლებები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

Huawei-ს განცხადება:

Huawei-მ დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიოს მასშტაბით Android-ის სისტემის ზრდასა და განვითარებაში. ჩვენ, როგორც Android-ის მნიშვნელოვანი გლობალური პარტნიორები, აქტიურად ვიყენებდით სისტემის ღია პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმას, რათა შეგვექმნა სისტემა, რომელიც სარგებლის მომტანი იქნებოდა როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ინდუსტრიისთვის.

Huawei განაგრძობს მოქმედი და ამჟამად მაღაზიებში ხელმისაწვდომი სმარტფონებისა და ტაბლეტების ყველა საჭირო სერვისით უზრუნველყოფას. ჩვენ ასევე განვაგრძობთ უსაფრთხო და მდგრადი სისტემის შენებას, რათა მომხმარებლები მსოფლიოს გარშემო საუკეთესო სერვისით ვუზრუნველყოთ.

ის, რომ მოქმედ სმარტფონებს განახლებების შესაძლებლობა არ შეეზღუდება, Google-მაც დაადასტურა. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა Huawei-ს მომხმარებლები Android-ის სისტემურ განახლებას. 

Huawei-სა და აშშ-ს შორის დავის მიზეზი Huawei-სადმი ამერიკის აგრესიული კამპანიაა. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ Huawei-ს Android-ზე დაფუძნებული სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები პეკინმა შესაძლოა შპიონაჟისთვის და კომუნიკაციების მუშაობის განზრახ შეფერხებისთვის გამოიყენოს. ოფიციალური ვაშინგტონი Huawei-ს ტექნოლოგიების მოპარვაშიც ადანაშაულებდა.

Huawei Android-ის ამ ნაბიჯისთვის წინასწარ იყო მზად - კომპანიამ Android-ის ალტერნატიული ოპერაციული სისტემა ჯერ კიდევ თვეების წინ შექმნა

კომენტარები

ბოლო ამბები