Thumbnail

აშშ-მა Huawei-ს შეზღუდვების აღსრულება დროებით გადადო

  • შეზღუდვები კიდევ სამი თვის განმავლობაში არ ამოქმედდება
  • Huawei-ს მომსახურეობა სხვა ამერიკულმა კომპანიებმაც შეუწყვიტეს

აშშ-მა Huawei-ს Android სისტემის გამოყენების ნებრათვა დროებით შეუნარჩუნა, რათა კომპანიამ არსებული მომხმარებლებისთვის სრულყოფილი სერვისის უზრუნველყოფა შეძლოს. დროებითი ლიცენზია 19 აგვისტომდე მოქმედებს. 

Google-მა Huawei-ს აშშ-ის მთავრობის ბრძანების საფუძველზე Android-ის მხარდაჭერა გუშინ შეუწყვიტა. კომპანიას ლიცენზიის გარეშე ამერიკული საკომუნიკაციო სერვისების გამოყენება აეკრძალა. როგორც Android-მა, ასევე Huawei-მ შეზღუდვის ამოქმედებისთანავე დაადასტურა, რომ Huawei-ს არსებულ მომხმარებლებზე შეზღუდვები არ გავრცელდებოდა.

სამომავლოდ, კომპანიის ახალ სმარტფონებზე Google-ის აპლიკაციებზე, მათ შორის Youtube-სა და Google Maps-ზე წვდომა შეიზღუდება. გარდა ამისა, Huawei-ს მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ Android-ის სისტემურ განახლებას, თუმცა შეზღუდვის საპასუხოდ Huawei-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა უკვე შექმნა

Android-ის გარდა, Huawei-სთან თანამშრომლობაზე და სმარტფონების მწარმოებლის ნაწილებით უზრუნველყოფაზე უარი სხვა მსხვილმა ამერიკულმა კომპანიებმაც, მათ შორის Intel-მა და Qualcomm-მაც განაცხადეს.

დავა Huawei-სა და აშშ-ის მთავრობას შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ Huawei Android-ზე დაფუძნებულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს შპიონაჟისთვის და კომუნიკაციების მუშაობის განზრახ შეფერხების გამოიყენებს. ოფიციალური ვაშინგტონი Huawei-ს ტექნოლოგიების მოპარვაშიც ადანაშაულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები