Thumbnail

გერმანულმა კომპანია Unu-მ ახალი ელექტრო სკუტერი გამოუშვა

  • დამუხტვის შემდეგ სკუტერს 100 კილომეტრის გავლა შეუძლია
  • სკუტერის მინიმალური ღირებულება 2799 ევროა

გერმანულმა კომპანია Unu-მ, რომელიც ელექტრო სკუტერების წარმოებითაა ცნობილი, ახალი ბიუჯეტური მოდელი წარმოადგინა. კომპანიამ სრულად განაახლა თავისი კლასიკური სკუტერი და Bosch-ის ელექტრო ძრავით და LG-ს აკუმულატორებით აღჭურვა. დამუხტვის შემდეგ სკუტერს 100 კილომეტრის გავლა შეუძლია. ახალი მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია.

 

 

სმარტფონისთვის შექმნილი სპეციალური აპლიკაცია უზრუნველყოფს GPS ნავიგაციას და “ციფრულ გასაღებად” გამოიყენება. Unu-მ ახალი სკუტერის სამი ვერსია გამოუშვა, რომლებიც სიმძლავრით და ფასით განსხვავდებიან. ყველაზე იაფი მოდელი 2799 ევრო ღირს, სკუტერის მაქსიმალური ღირებულება კი 3899 ევროა. ახალ მოდელზე წინასწარი შეკვეთები უკვე მიიღება გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში და ავსტრიაში.

კომპანია Unu 2013 წელს ბერლინში შეიქმნა. დამფუძნებლებს პასკალ ბლუმს და ელიას ატაჰის პროექტზე მუშაობის საწყის ეტაპზე დახმარება მიუნხენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაუწია. თავდაპირველად კომპანიის ელექტრო სკუტერები ძირითადად გერმანიაში იყიდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში Unu-ს პროდუქცია სულ უფრო პოპულარულია ავსტრიაში, შვეიცარიაში და ჰოლანდიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები