Thumbnail

Blade - 3D პრინტერით დაბეჭდილი პირველი ჰიპერმანქანა

  • ამერიკულმა სტარტაპმა სპორტული მანქანა 3D პრინტერით დაბეჭდა
  • The Blade-ის მასობრივი წარმოება იგეგმება

3D პრინტერმა მსოფლიოს მასშტაბით წარმოების პროცესში რევოლუცია მოახდინა - მისი საშუალებით შესაძლებელია ავეჯის, სამკაულების, სხვადასხვა მექანიზმების და მანქანების აწყობაც კი.

The Blade სან ფრანცისკოში დაფუძნებული სტარტაპის, Divergent Microfactories-ის მიერ შექმნილი სპორტული მანქანაა, რომელიც 3D პრინტერით არის დაბეჭდილი. სტარტაპი ავტომობილის დიზაინზე წლების განმავლობაში მუშაობდა. Divergent Microfactories-ის დამფუძნებლის, კევინ ზინგერის თქმით, ავტოწარმოების პროცესის მდგრადი განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, 3D ტექნოლოგია კი ამისათვის ოპტიმალური საშუალებაა. 

"უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ ვაწარმოოთ ავტომობილები უფრო უსაფრთხოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე ათწლეულში პლანეტას გავანადგურებთ.” - კევინ ზინგერი

The Blade განსაკუთრებით მსუბუქი კორპუსის სპორტული მანქანაა, რომელიც სიჩქარეს 0-დან 96 კმ/სთ-მდე 2.2 წამში ანვითარებს.  Divergent Microfactories-მა ამ დროისთვის მხოლოდ The Blade-ის რამდენიმე მოდელი გამოუშვა, თუმცა სამომავლოდ ჰიპერმანქანის მასობრივი წარმოებაც იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები