Thumbnail

რობოტ Slutbot-თან სექსტინგი უკვე შესაძლებელია

  • ჩეტბოტის მიზანი ადამიანებისთვის უსაფრთხო სექსტინგის სწავლებაა
  • Slutbot-ით სარგებლობა 18 წელს გადაცილებულ ადამიანებს შეუძლიათ

როგორია სწორი და ურთიერთპატივისცემით წარმართული სექსტინგი? ამ კითხვაზე პრაქტიკული პასუხის მიღება დაინტერესებულ პირებს სქესობრივი განათლების iOS აპლიკაციის, Juicebox-ის ახალი ჩეტბოტის - Slutbot-ის დახმარებით შეუძლიათ, რომელიც ადამიანების სექსტინგში დახელოვნებას ემსახურება. სერვისით სარგებლობა აპლიკაციის 18 წელს გადაცილებულ მომხმარებლებს შეუძლიათ.

Slutbot-თან საუბარის შინაარსსა და მიმართულებას სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის ადამიანის სექსუალური ორიენტაცია და სპეციფიკური ინტერესები განაპირობებს. სერვისის მიზანია, ადამიანებს ისეთი სექსუალური შინაარსის საუბრის წარმართვაში დაეხმაროს, რომელიც შემდგომ რეალურ ცხოვრებაში მეორე მხარისთვის შეურაცხმყოფელი არ იქნება.

პროგრამის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მომხმარებელთა იდენტობა, პირადი მონაცემები და სექსუალური პრეფერენციები კონფიდენციალურ ინფორმაციად რჩება. აპლიკაციის გადმოწერა ამ ბმულიდან არის შესაძლებელი. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები