Thumbnail

Ford-ის რობოტი ამანათს ადრესატთან მიიტანს

  • Ford ამანათის ადრესატთან მისატანად თვითმავალ ავტომობილს და რობოტს გამოიყენებს
  • კომპანია სერვისის ამოქმედებას 2021 წელს აპირებს

ამერიკულმა ავტოგიგანტმა ახალი რობოტი Digit წარმოადგინა, რომელსაც ადრესატთან ამანათის მიტანა დაევალება. პროექტი Ford-ის სამომავლო კონცეფციის ნაწილი, სადაც ამანათის ადგილზე მიტანის სერვისი სრულად ავტომატიზირებულია. თვითმავალი ავტომობილი, რომლის სალონშიც რობოტი იქნება განთავსებული, ამანათს ადგილზე მიიტანს. Digit ამანათს აიღებს და ადრესატის კარებთან დატოვებს.

Digit კომპანია Agility Robotics-მა ააწყო. ამ ეტაპზე რობოტი სრულად ავტონომიური არ არის. ოპერატორს პერიოდულად უწევს მისთვის დირექტივების მიცემა. სატესტო რეჟიმში რობოტმა ამანათი რამდენიმე მისამართზე მიიტანა და ყველა შემთხვევაში ყუთის აღებას, გადაადგილებას და კიბეზე ასვლას უპრობლემოდ ახერხებდა. Digit-ს 18 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია. რობოტის შექმნელები აცხადებენ, რომ Digit-ს სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედებას შეასწავლიან, როგორიცაა მაგალითად ამანათის შინაური ცხოველებისგან, კერძოდ ძაღლებისგან დაცვა.

ჯერჯერობით გაურკვეველია  ამანათის მიტანის ქსელს Ford თავად შექმნის თუ ტექნოლოგიური სერვისს სხვა კომპანიებს შესთავაზებს. სისტემის ექსპლუატაციაში ჩაშვების თარიღად Ford-ის წარმომადგენლები 2021 წელს ასახელებენ.

როგორ მიაქვს რობოტს ამანათი ადრესატთან შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოში:

კომენტარები

ბოლო ამბები