Thumbnail

ინჟინრებმა ალმასი 3D პრინტერით დაბეჭდეს

  • ეს 3D პრინტერით ალმასის ფორმირების პირველი შემთხვევაა
  • მიღწევა სამრეწველო ინდუსტრიაში გარდამტეხი იქნება

შვედეთში ინჟინერთა ჯგუფმა მსოფლიოში პირველად 3D პრინტერით სამრეწველო ალმასი დაბეჭდეს. ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ალმასი ბუნებაში ყველაზე მყარი მასალაა და სხვადასხვა დანადგარებით მისთვის სასურველი ფორმის მიცემა საკმაოდ რთული პროცესია.

“ახალი ტექნოლოგიით ალმასს შეგვიძლია იმდენნაირი ფორმა მივცეთ, რამდენი ფორმის მოფიქრებასაც შევძლებთ.” - ინჟინერი ანდერს ოჰლსონი

ალმასი, როგორც ბუნებაში ყველაზე მყარი მასალა, საწარმოო პროცესის შეუცვლელი კომპონენტია. სამრეწველო ალმასი ჯერ კიდევ 50-იან წლებში იწარმოებოდა, თუმცა მისი დამუშავების სირთულიდან გამომდინარე ის ამ დრომდე მხოლოდ მარტივი გეომეტრიული ფიგურების ფორმით არსებობდა, 3D პრინტინგით კი ალმასისთვის კომპლექსური ფორმის მიცემა გახდა შესაძლებელი. მასალის დამუშავების ახალი მეთოდი ალმასის წარმოებაში გამოყენების გზებს ახალ საფეხურზე აიყვანს. 

3D პრინტერით დაბეჭდილ ალმასებს ინჟინერები 21 მაისს, დეტროიტში დაგეგმილ  RAPID + TCT შოუზე წარადგენენ. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები