Thumbnail

მსოფლიოში ყველაზე პატარა McDonalds ფუტკრებისთვის გაიხსნა

  • ყველაზე პატარა მაკდონალდსი სკის ფუნქციას ითავსებს
  • კამპანიის მიზანი ფუტკრების დაცვაა

შვედეთში მაკდონალდსის მსოფლიოში ყველაზე პატარა ფილიალი - McHive გაიხსნა. რესტორნის დიზაინის მცირედი დეტალებიც კი მაკდონალდსის ნამდვილ რესტორანს ჰგავს - მას აქვს ოქროსფერი თაღები, გარე რეკლამები და მაკ-დრაივიც კი, თუმცა რეალურად მსოფლიოს ყველაზე პატარა მაკდონალდსი არა საკვები დაწესებულება, არამედ ფუტკრებისთვის განკუთვნული სრულად ფუნქციური სკაა.

ფუტკრებისთვის განსაკუთრებული დიზაინის სკის შექმნით მაკდონალდსმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა პლანეტის ეკოსისტემაში ფუტკრების უმნიშვნელოვანესი როლი და ის ფაქტი, რომ მსოფლიოში მცენარეების სამ მეოთხედს სწორედ ფუტკრებით მტვერავენ. ფუტკრების საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტორები კლიმატის ცვლილებები და პესტიციდების ჭარბი გამოყენების პრაქტიკაა, რაც შესაბამისად მცენარეების ყვავილობასაც აფერხებს.

მაკდონალდსის შვედეთის ფილიალების უმეტეს ნაწილში ფუტკრებისთვის სკები შენობების სახურავზეა განთავსებული. ინიციატივის მიზანია, აღნიშნულ კონცეფციაზე ყურადღება სკის ორიგინალური დიზაინის შექმნით გაამახვილონ, რათა იდეა სხვა ქვეყნების მასშტაბითაც გავრცელდეს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში მაკდონალდსის 37,000 ფილიალია, თითოეული მათგანის სახურავზე ფუტკრების სკის განთავსებას ამ მიმართულებით ნამდვილად უდიდესი გავლენა ექნებოდა. 

“ჩვენ გვყავს ბევრი თანამოაზრე პარტნიორ ფილიალებში, რომლებიც მზად არიან, ჩაერთონ ჩვენი მდგრადი განვითარების მიზნის აღსრულების პროცესში” - კრისტოფერ რონბლადი, შვედური მაკდონალდსის მარკეტინგის დირექტორი

ნახეთ ვიდეო:


 

კომენტარები

ბოლო ამბები