Thumbnail

Space X-მა ინტერნეტ სატელიტებით აღჭურვილი რაკეტა კოსმოსში გაუშვა

  • Falcon 9-მ წარმატებული სტარტი აიღო
  • მისიის მიზანი მსოფლიოს ინტერნეტით უზრუნველყოფაა

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, Space X-მა Starlink-ის 60 ერთეული უახლესი თაობის ინტერნეტ სატელიტით აღჭურვილი რაკეტა Falcom 9 კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოსური ცენტრიდან ადგილობრივი დროით საღამოს 11 საათსა და 32  წუთზე წარმატებით გაუშვა. რაკეტამ გეზი დედამიწიდან 550 კმ-ის სიმაღლეზე აიღო.

მისიის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა - რაკეტა წყალზე განლაგებულ საცდელ პლატფორმაზე უსაფრთოდ დაეშვა. Space X 2020 წლამდე ორბიტაზე Starlink-ის 12 000 ინტერნეტ სატელიტის გაშვებას გეგმავს. მისიის მიზანი მსოფლიოს უახლესი თაობის, 1GB/წმ სიჩქარის სანდო ინტერნეტით უზრუნველყოფაა. მისიის მთავარი სამიზნე მსოფლიოს ის წერტილებია, სადაც ინტერნეტი ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ არის. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები